ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაში, სალიცენზიო გარიგებების დადებაში, ასევე საავტორო და საპატენტო უფლებების მართვაში.