ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც განიხილავს საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ დარღვეულია კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლება, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენი გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას აღნიშნულ პროცესში.